გაიგეთ თქვენი უფლებები და ვალდებულებები Qiraoba.ge-ზე
„საიტი“ ან „ვებ-გვერდი“ - https://www.qiraoba.ge
„კომპანია“ - ვებ გვერდი https://www.qiraoba.ge - ს მფლობელი და მესაკუთრე შ.პ.ს. Qiraoba
„მომხმარებელი“ - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს საიტის მომსახურებით, ანთავსებს განცხადებას, ან ეძებს სასურველ ნივთს/მომსახურებას ქირაობის მიზნით.
„განცხადება“ - ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, მასთან დაკავშირებული ფოტო ან/და ვიდეო მასალის ჩათვლით ან მის გარეშე, ქირაობისთვის შესაძლებელი ნივთის/მომსახურების შესახებ, რომელიც შედგენილია საიტის წესების დაცვით.
„მესამე პირი“ - ნებისმიერი პირი თანახმად საქართველოს კანონმდებლობისა გარდა „კომპანიისა“ და „მომხმარებლისა“.
„მომხმარებლის გვერდი“ - მომხმარებლის მიერ საიტზე განსაზღვრული წესით რეგისტრირებული გვერდი, სადაც მომხმარებელი ანთავსებს, არედაქტირებს, ანახლებს, სოციალური ქსელით აზიარებს ან/და შლის ნივთის/მომსახურების შესახებ, საიტის წესების დაცვით შედგენილ, განცხადებებს ან განცხადებას.
„სოციალური ქსელი“ – Facebook-ი (ფეისბუქი) ან/და სხვა სოციალური ქსელი ინტერნეტში, რომლის გამოყენებითაც კომპანიას ან/და მომხმარებლს შეუძლიათ საიტზე განთავსებული ინფორმაციის გაზიარება მესამე პირისთვის ან პირებისთვის და რის საშუალებასაც საიტი ტექნიკურად იძლევა.
კომპანია არ არის არცერთი ქირაობის ორგანიზატორი, თანამონაწილე, მფლობელი ან მოიჯარე. საიტი არის შუამავალი, რომელიც ეხმარება მფლობელს და მოიჯარეს დაუკავშირდნენ ერთმანეთს.
კომპანია უზრუნველყოფს განცხადებების განთავსებას ზუსტად შესაბამის განყოფილებაში, რაც მომხმარებელს ეხმარება სასურველი ნივთის/მომსახურების ადვილად მოძებნაში.
კომპანიას არ ეკუთვნის საიტზე განთავსებული არცერთი ნივთი/მომსახურება და არ ფლობს არანაირ დამატებით ინფორმაციას მათი რეალური მდგომარეობის შესახებ.
განცხადებაში მითითებული ნივთის/მომსახურების ხარისხი, უსაფრთხოება, კანონიერება და აღწერასთან შესაბამისობა არ კონტროლდება კომპანიის მიერ.
საიტზე განთასებული ინფორმაცია ემსახურება მომხმარებლის ნივთის/მომსახურების ქირაობას და კონტაქტის დამყარებას სხვა მომხმარებელთან.
ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი საიტზე პირად ინფორმაციას ანთავსებს თავისი სურვილით, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
საიტზე ინფორმაციის განთავსებისას მომხმარებელი ეთანხმება, რომ ინფორმაცია იქნება ღია და ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება მისი ნახვა.
გამომდინარე საიტის წესებიდან მომხმარებელი თავის თავზე იღებს ყველა რისკს დაკავშირებულს ამ ინფორმაციის გავრცელებასთან.
საიტზე განთავსებულ ინფორმაციას არ აქვს იურიდიული ძალა, მომხმარებელი ვალდებულია ნებისმიერი ფინანსური გარიგების წინ გადაამოწმოს ინფორმაციის სისწორე.
საიტზე განთავსებული განცხადებები ვალიდაციას გაივლის მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სამუშაო დღეებში. არასამუშაო დღეს ატვირთული/რედაქტირებული განცხადების საფასური არ ანაზღაურდება.
მომხმარებელს არ აქვს უფლება საიტზე განათავსოს განცხადება, რომლის შინაარსიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
საიტზე განცხადების განთავსებისთვის აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია და დაეთანხმოთ https://www.qiraoba.ge საიტით სარგებლობის წესებს.
საიტზე განცხადების დამატების უფლება აქვს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, გარდა 18 წლამდე ფიზიკური პირებისა. თუ განცხადება განათავსა 18 წლამდე მომხმარებელმა ან/და რეგისტრირებული მომხმარებლის გვერდში 18 წლამდე ასაკის პირმა, დამდგარ სამართლერბივ შედეგებზე პასუხს აგებს თავად მომხმარებელი ან/და 18 წლამდე ასაკის პირი.
მომხმარებელი ვალდებულია საიტის ინსტრუქციების მიხედვით განათავსოს სრული ინფორმაცია ქირაობისთვის შესაძლებელი ნივთის/მომსახურების და შეთანხმების პირობების შესახებ. აკრძალულია განცხადებაზე ატვირთულ სურათებზე ტელფონის ნომრის, ნივთის ჩამონათვალისა და ფასების მითითება. აღნიშნული ინფორმაცია უნდა იყოს მოცემული განცხადების აღწერაში/ტექსტში, წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადება საიტიდან წაიშლება ყოველგვარი შეტყობინების გარეშე, რასაც შესაძლოა მოყვეს მომხმარებლის დაბლოკვა უპირობოდ და წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
განცხადების განთავსებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მას აქვს განცხადებაში მითითებული ნივთის/მომსახურების ქირაობის უფლება.
საიტზე ერთი მომხმარებლის განცხადებები არ უნდა მეორდებოდეს(არ უნდა იყოს განცხადების დუბლირება), ასევე აკრძალულია განცხადებაში ე.წ. “ტეგების” გამოყენება, ასევე დაუშვებელია განცხადების წაშლა და შემდეგ იგივე განცხადების ხელახლა განთავსება რაც რეალურად გულისხმობს მისი ვადის განახლებას.
მომხმარებელს შეუძლია განათავსოს განცხადება ნივთის ან/და მომსახურების შესახებ. აღნიშნული მომსახურება აუცილებლად უნდა მიეკუთვნებოდეს www.qiraoba.ge საიტზე არსებულ შესაბამის კატეგორიებს და ქვეკატეგორიებს.
კომპანია არ არის არცერთი შეთანხმების თანამონაწილე და არ არის პასუხისმგებელი არცერთი მომხმარებლის ქმედებაზე. ყველა მოლაპარაკება დგება უშუალოდ მომხმარებლებს შორის.
კომპანია არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე.
კომპანიას უფლება აქვს საიტის მომხმარებლის პირადი მონაცემები მობილურის/ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სოციალური ქსელის (facebook, instagram, linkedin და ა.შ.) ანგარიში/მისამართი, პირადი ვებ-გვერდი, სახელი, გვარი, დასახელება, მისამართი და სხვა ნებისმიერი პირადი მონაცემები, რომელიც მან ამ საიტის წესების დაცვით განათავსა ან დაარეგისტრირა საიტზე, გამოიყენოს კომპანიის სარეკლამო, მარკეტინგული, კომერციული, სხვა ეკონომიკური ან/და არაეკონომიკური საქმიანობის მიზნებისთვის.
კომპანია ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ განცხადების განმთავსებელი პირის საიტზე მოცემული მონაცემები დაემთხვევა მის რეალურ მონაცემებს.
ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება განთავსებული საიტზე საიტის წესების დარღვევით, წაიშლება და მომხმარებლის პროფილი, რომლითაც განათავსდა ასეთი განცხადება იქნება დაბლოკილი უპირობოდ და წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
საიტის წესების რომელიმე პუნქტის დარღვევის შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის ტელეფონის ნომერი და IP მისამართი უპირობოდ და წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
კომპანიას უფლება აქვს საიტზე განთავსებულ განცხადებას გაუწიოს მომხმარებლის მიერ მითითებულისგან განსხვავებული რეკლამირება ან/და დააკორექტიროს განცხადების გრამატიკული წყობა, დააკორექტიროს აგრეთვე შინაარსიც თუ ის არ შეესაბამება საიტის წინამდებარე მოხმარების წესების მოთხოვნებს, შეცვალოს მიმართულება, კატეგორია და ქვეკატეგორია თუ ჩათვლის, რომ განცხადება განთავსებულია არასწორად.
კომპანიას უფლება აქვს შეწყვიტოს ნებისმიერი განცხადების გამოქვეყნება ნებისმიერ დროს უპირობოდ და წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
კომპანია არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე, ასევე შეტყობინების დაკარგვაზე. კომპანია არ იძლევა გარანტიას საიტის მუდმივ და შეუფერხებელ მუშაობაზე.
კომპანიას შეუძლია შეცვალოს ეს შეთანხმება ნებისმიერ დროს ყოველგვარი სპეციალური შეტყობინების გარეშე. შეთანხმების ცვლილებები ასახული იქნება საიტის მოხმარების წესების ან/და პოლიტიკის განყოფილებაში.
მომხმარებელს არ აქვს უფლება გადასცეს თავისი მომხმარებლის სახელი, რომელიც თავისი მობილური ტელეფონის ნომერია და პაროლი მესამე პირს ან სხვა მომხმარებელს.
პირადი მონაცემების გავრცელების შესახებ ნებისმიერი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია სასწრაფოდ შეცვალოს პაროლი.
მომხმარებელს ეკრძალება საიტზე საიტის წესების რომელიმე პუნქტისგან დამრღვევი განცხადების განთავსება.
მომხმარებელს ეკრძალება განცხადებაში ნებისმიერი სახის რეკლამირება (განსხვავებული განცხადების ობიექტისაგან).
მომხმარებელი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და საიტის მომხმარების წესების შესაბამისად და აგოს პასუხი მის მიერ საიტზე განხორციელებულ ქმედებებზე საქართველოს კანონმდებლობით.
თუ მომხმარებელს უჩნდება რაიმე სახის პრეტენზია ან გაუგებრობა სხვა მომხმარებლის მიმართ, იგი წარადგენს თავის პრეტენზიებს უშუალოდ მომხმარებელთან, რომლის მიმართაც აქვს პრეტენზია, კომპანიისგან დამოუკიდებლად. იგი ათავისუფლებს კომპანიას (ასევე მის ნებისმიერ თანამშრომელს) ყოველგვარი მოთხოვნებისგან. მათ შორის: ზარალის კომპენსაციისგან, ხარჯების ანაზღაურებისგან და ნებისმიერი დანახარჯის ანაზღაურებისგან, რომელიც დაკავშირებულია საიტის მეშვეობით შემდგარ შეთანხმებასთან.
საიტის გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ყოველგვარი გარანტიის გარეშე, და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მომხმარებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას საიტზე განთავსებული ინფორმაციის შესახებ, საიტი მას აძლევს საშუალებას მიაწოდოს ინფორმაცია სხვა მომხმარებლებს.
მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს რეალური მონაცემები საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერი, სახელი, გვარი, ელექტონული ფოსტის მისამართი და მისამართი.
რეგისტრაციის დროს აკრძალულია სხვა პიროვნების მონაცემების მითითება.
მომხმარებლის სახელი უნდა იყოს მის მფლობელობაში არსებილი მობილური ტელეფონის ნომერი რომელიც უნდა შეიცავდეს 9 ციფრს (0-დან 9-ს ჩათვლით) და ამასთან პირველი ციფრი უნდა იყოს 5, ხოლო პაროლი უნდა შეიცავდეს ლათინურ სიმბოლოებს (A-Z), ციფრებს (0-9) და სხვა სიმბოლოებს იმ შეზღუდვებით და პირობებით, რასაც საიტი ტექნიკურად მოითხოვს მომხარებლისგან.
შემდეგი ნივთების ქირაობა აკრძალულია:
Qiraoba.ge არ არის პასუხისმგებელი გადახდის პროცესზე. ყველა გადახდა ხდება პირდაპირ მომხმარებლებს შორის.
ჩვენ ვზრუნავთ თქვენი პირადი ინფორმაციის დაცულობაზე. თქვენი მონაცემები არ იქნება გაზიარებული მესამე მხარესთან ჩვენი თანხმობის გარეშე.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევაწყვეტოთ ანგარიში, თუ მომხმარებელი არღვევს ამ წესებს. ასევე, მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ანგარიშის გამოყენება.
თუ გაქვთ კითხვები ამ წესების შესახებ ან გჭირდებათ დახმარება, დაგვიკავშირდით:
info@qiraoba.ge
ზოგადი კითხვებისთვის
+995 322 123 456
სამუშაო საათები: 09:00-18:00
support@qiraoba.ge
ტექნიკური პრობლემებისთვის
legal@qiraoba.ge
იურიდიული კითხვებისთვის
საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით, რომ:
ბოლო განახლება: 2025 წლის 1 იანვარი
ეს წესები და პირობები შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს. გთხოვთ, რეგულარულად შეამოწმოთ განახლებები.
საიტის გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ, გაიგეთ და ეთანხმებით ამ წესებსა და პირობებს.